|
2022-12-31 17:32:33, 1806 ნახვა
სამართალი
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, სასამართლომ 13 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებული 13 პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისის ერთ-ერთ ოთახში, კ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, კ.ქ.-მ დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ოთახში მყოფმა სამმა პირმა სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო. აღნიშნული დაპირისპირების დროს, კ.მ.-მ და დ.ც.-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, დაპირისპირების ოთახის გარეთ,ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა 12 პირმა იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარი ფაქტის შემდგომ სხვადასხვა დროს დააკავეს. კ.მ.-ს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), 11 პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), ხოლო ერთ პირს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცამეტივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და კ.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით, 2 ბრალდებულს 4 წლით, ხოლო 10 ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ 2 პირია ბრალდებული. ერთ პირს ბრალდება 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო მეორე პირს - 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)