|
2022-12-31 12:26:20, 2907 ნახვა
საზოგადოება
გამოიყენე საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა
სულხან-საბა ორბელიანის უნიევერსიტეტი 30-ზე მეტი ქვეყნის 50-მდე უნივერსიტეტის პარტნიორია, შესაბამისად, უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს ისეთი გაცვლითი პროგრამები როგორიცაა: Erasmus+, Fuce, UGRAD, Kaad-ს სასტიპენდიო პროგრამა, საზაფხულო და ზამთრის სკოლები მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი გაცვლითი პროგრამა. საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია საბაუნის ნებისმიერ სტუდენტს იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რასაც ესა თუ ის გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს. შთაბეჭდილებები და გამოცდილებების სტუდენტების მიერ განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე sabauni.edu.ge, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია გაიგოს თუ რა მიზანს ემსახურება გაცვლითი პროგრამა. ის შესაძლებლობები, რასაც გაცვლითი პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს უნიკალურია. გარდა იმისა, რომ სტუდენტები სწავლობენ განსხვავებული მიდგომებითა და სტანდარტებით და ივითარებენ პრაქტიკულ უნარ- ჩვევებს, ასევე იღებენ უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ისეთ მოკლე დროში, რომლის მიღებასაც რეალურად ბევრად მეტი დრო სჭირდება, ეს არის დამოუკიდებლად ცხოვრება და პრობლემებთან გამკლავება, სხვადასხვა საკითხის გადაჭრა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. გაცვლითი პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი ფაკულტეტისა და პროგრამის სტუდენტს შეუძლია ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი (ვარშავა); ლუმსას უნივერსიტეტი (იტალია); პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუსში( ჩეხეთი); ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი); კოშიცეს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) კიოლნის უნივერსიტეტი (გერმანია). პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა:
რა ფაკულტეტებია საბაუნიში?სულხან-საბა ორბელიანის უნიევერსიტეტში მოქმედებს ოთხი ფაკულტეტი: სამართლის ფაკულტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; თეოლოგიის ფაკულტეტი. სამართლის ფაკულტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის პროფესიული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამისად, გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მეცნიერებით, იურისტებითა და პრაქტიკოსი ლექტორებით. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას საბაკალავრო პროგრამებზე: · საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა; · პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა; · ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; · სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა მიზანმიმართული. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს სწავლების ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა - გეიმფიკაცია. ფაკულტეტზე ქართულენოვანი პროგრამების გარდა, ისწავლება ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაკულტეტზე გაიცემა სახელობითი სტიპენდიები, ამასთანავე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაუნის სტუდენტებისთვის ბაზის ბანკი ყოველ სემესტრში აწესებს სტიპენდიებს. ამასთანავე, საბაუნის თეოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები - ერთადერთი აკრედიტებული პროგრამებია მთელ კავკასიის რეგიონში. სტუდენტებს საშუალება აქვთ სრული შიდა დაფინანსებით ისწავლონ აღნიშნულ პროგრამაზე და დაეუფლონ მეორე პროფესიასაც. ფაკულტეტი არის ინტერდისციპლინური, რომელიც თანაბრად საინტერესოა ისტორიით ან/და ფილოსოფიით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ყოველივე ზემოთ თქმული ცხადყოფს, რომ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში (როგორიცაა, მაგალითად, ლუმსას უნივერსიტეტი (იტალია) სწავლის უნიკალურ შესაძლებლობასა და უცხოური გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)