02:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 12:07:31, 685 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძემ 2022 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე  პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2022 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ღონისძიებაზე  აღნიშნა,  როგორც ყველა წელი, საქართველოს პროკურატურისთვის  2022 წელიც გამოწვევებით დატვირთული იყო, რასაც უწყებამ ეფექტიანად გაართვა თავი.  

გენერალურმა პროკურორმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. 

შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2022 წლის საუკეთესო ორი პროკურორი - ლევან ვეფხვაძე და მიხეილ სადრაძე, საუკეთესო გამომძიებელი ირაკლი ცანავა და  წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა.  სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა.  ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის პროკურატურის ხუთ თანამშრომელს   - ვალერი კუჭუხიძეს,    ნატალია გოგინაშვილს,  მირანდა მელქაძეს,  მამუკა ფარულავას და ბორის კვარაცხელიას,  ყველაზე მაღალი ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცათ.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics