11:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 18:25:32, 1217 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა.

მისივე თქმით, მოცემული პროცესი რეტროსპექტულად უკან გადათვლით ხდება, მათ იციან თუ როდის გაისინჯა სააკაშვილი და როდის ჩატარდა კვლევა, აქედან გამომდინარე ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი, რათა ნივთიერებების ორგანიზმიდან კლება და შემდგომ გაქრობა მოხდეს.

"არ ვიცი მე ეს განზრახ ხდება თუ როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც იკითხება, ზის კალიფორნიაში, არის 83 წლის და არ ვიცი, გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა... გაუთავებლად. ნორმებზე რომ ედავებოდნენ, უკან გადათვლა ხდება, აი ნახეთ, რეტროსპექტულად, ეს ხდება უკან გადათვლით, რომელიც იმ დროს არის, როცა გაისინჯა, ის უკვე აღარ შეესაბამება. იკლებს, კლებას იწყებს მერე, ქრება ის... და იმის მიხედვით იციან, რამდენი აკლდება დღეში და იმის მიხედვით ანგარიშობენ. აი, იმ დრომდე აყავთ, როცა მოხდა..." - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics