08:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 17:42:14, 1703 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკა - რუსეთი ჩვენს შვილებს ახალ წელს მასობრივი სარაკეტო შეტევით ულოცავს

რუსეთის ფედერაცია ჩვენს შვილებს ახალ წელს „ულოცავს“ თავისებურად - მასობრივი სარაკეტო შეტევით,- ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა Twitter-ზე წერს.

ზელენსკას თქმით, ტერორისტების მზაკვრული სურვილია - უკრაინელები დატოვონ სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე.

„რუსეთის ფედერაცია ჩვენს შვილებს ახალ წელს „ულოცავს“ თავისებურად - მასობრივი სარაკეტო შეტევით. ტერორისტების მზაკვრული სურვილია - დატოვონ ისინი სიბნელეში და სიცივეში დღესასწაულებზე. უკრაინასაც აქვს საახალწლო სურვილი და ის ყოველი აფეთქების შემდეგ ძლიერდება. ის ახდება - დრო ჩვენ მხარეზეა“,- წერს ზელენსკა.

ცნობისთვის, დილიდან რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქსა და დედაქალაქ კიევზე იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტებმა კერძო შენობა და მანქანა დააზიანა. დედაქალაქისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს მოუწოდებენ, საჰაერო თავდასხმის განგაშის დასრულებამდე, თავშესაფრებში დარჩნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics