08:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 12:53:35, 1650 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად, 120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული

„ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად მოსაკლავად, 120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა „სამშვიდობოების“ შემდგომ წინადადებებს და საკითხის „მშვიდობიან მოგვარებას“ ელოდება

„120-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული უკრაინის მიმართულებით „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივად მოსაკლავად. ჩვენ ველოდებით „სამშვიდობოების“ შემდგომ წინადადებებს „მშვიდობიანი მოგვარების“, „რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების" და პროვოკაციების არასასურველობის შესახებ“,- წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა.

რუსეთის თავდასხმამ დააზიანა სახლები, სამრეწველო ობიექტი და სათამაშო მოედანი.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი დაშავდა. დაბომბვის გამო, ლვოვის 90 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics