13:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 22:59:08, 902 ნახვა

პოლიტიკა
ჰოჯესი - ქართველი სამხედროები იბრძვიან უკრაინის მხარეს, ვისურვებდი საქართველოს გააქტიურებას დიპლომატიურ ველზე

მსურს ვიხილო საქართველოს გააქტიურება ოფიციალურ დონეზე, იცით, რომ ასობით ქართველი სამხედრო იბრძვის უკრაინის მხარეს და ისინი არიან ძალიან მობილიზებულები, მაგრამ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ველზე საქართველოს გააქტიურებას ვისურვებდი. ამის შესახებ აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელები გაათავისუფლებენ ყირიმს შემდეგი ზაფხულის ბოლოსთვის და ამას პირველ რიგში ყირიმის იზოლაციით შეძლებენ. მან დასძინა, რომ უკრაინა მოახერხებს იერიშს მიტანას მარიუპოლისა და როსტოვის დამაკავშრებელ ხიდზე. ისინი შემდეგ თვეს მიიღებენ შესაბამის აღჭურვილობას, რომლის დახმარებითაც დასახულ მიზნებს განახორციელებენ.

"მე მჯერა, რომ უკრაინელები გაათავისუფლებენ ყირიმს შემდეგი ზაფხულის ბოლოსთვის, პირველ რიგში, ამას მიაღწევენ ყირიმის იზოლაციით. ყირიმთან დამაკავშირებელი მხოლოდ ორი გზა არსებობს: ქერჩის ხიდი, რომელიც უკვე დაზიანებულია, მეორე კი მარიუპოლისა და როსტოვის დამაკავშირებელი ხიდი. უკრაინა შეძლებს ამ ობიექტზე შეტევის განხორციელებას, შემდეგ თვეში ისინი მიიღებენ შესაბამის აღჭურვილობას, და ამ მიზნებს შეასრულებენ. მსურს ვიხილო საქართველოს გააქტიურება ოფიციალურ დონეზე, იცით, რომ ასობით ქართველი სამხედრო იბრძვის უკრაინის მხარეს და ისინი არიან ძალიან მობილიზებულები, მაგრამ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ველზე საქართველოს გააქტიურებას ვისურვებდი" - განაცხადა ჰოჯესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics