04:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 11:28:03, 832 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულოში კახა კალაძის ანგარიშის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტებს საკრებულოს შენობასთან მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: "კორუფციით სავსე ქალაქი", "რუსებით სავსე ქალაქი", "საცობებით სავსე ქალაქი" და ა.შ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

კახა კალაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრებს, რაც განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ და რაც მომავალში განხორციელდება.

გარდა ამისა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics