08:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 09:28:29, 1674 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკის განცხადებით, 2023 წელი ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2023 წელი ომის ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი უნდა იყოს. 

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მან უმაღლესი სარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მეთაურებთან ერთად გადაწყვიტეს უახლოესი ნაბიჯები. 

"თემა ნათელია. პირველ რიგში, ეს არის ბახმუტი, კრემენნაია და ზოგადად დონბასი. მტრის შესაძლო მოქმედებები აღმოსავლეთის მიმართულებით და ჩვენი ქმედებები. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი. ჩვენ გვესმის, რა რისკებია ზამთარში, გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე. ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა უნდა აჩვენოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ განიხილეს საბრძოლო მასალის მიწოდება და სამხედრო ტექნიკის შეკეთება.

„სხვათა შორის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპეციალისტებს, ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში. ჩვენ მოვახერხეთ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება არა მხოლოდ შეკეთებული ტექნიკის ბრძოლის ველზე დასაბრუნებლად, არამედ დატყვევებული ტექნიკის წასაღებად. ეს არის წლის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - ამბობს სახელმწიფო მეთაური.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ექსპერტები ოლეგ ჟდანოვი და რომან სვიტანი მიიჩნევენ , რომ რუსეთთან ომის მომდევნო თვეები უკრაინისთვის ყველაზე რთული იქნება. ჟდანოვის თქმით, უკრაინას ძირითადად შეტევითი ოპერაციების ჩატარება მოუწევს. შეტევის დროს დანაკარგები ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე დაცვის პოზიციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics