|
2022-12-27 13:24:14, 1601 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას დღესასწაულებზე გეგმავს
დღესასწაულებზე რუსები უკრაინაზე მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ,- ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. მისი თქმით, შავ ზღვაში ოკუპანტების აქტიურობა და სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადება შეინიშნება. ასევე, შესაძლებელია, დარტყმები იყოს კომბინირებული - კამიკაძე დრონების გამოყენებით. „პირველ რიგში, ისინი ნამდვილად ცდილობენ წაგვარვან შუქი და ნათელი დრესასწაული მოგვპარონ - გასაგებია, ეს მათი ტერორისტული ტაქტიკაა. მეორეც, ჩვენ ვაკვირდებით მათ გარკვეულ აქტივობას. დიდი ხნის განმავლობაში მათ არ წაუყვანიათ რაკეტმზიდი შავ ზღვაში. ამჟამად არის სამი რაკეტმზიდი, რომელთაგან ორი წყალქვეშა ნავია. შეგახსენებთ, რომ ეს გარკვეულწილად ართულებს რაკეტების გაშვების გამოვლენას, მაგრამ მაინც არ არის შეუძლებელი საჰაერო თავდაცვაზე დარტყმა, ამიტომ მზად ვიქნებით და ვიმოქმედებთ“- განაცხადა გუმენიუკმა. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ასევე აღრიცხავენ მტრის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადებას მასიური სარაკეტო დარტყმისთვის. „მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ მტრის ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს, ეს სულაც არ იქნება მასიური სარაკეტო შეტევა ან შეიძლება გაერთიანდეს. შეგახსენებთ, რომ მათ ახლახან მიიღეს დრონების პარტია და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება“,- დასძინა გუმენიუკმა.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)