|
2022-12-26 20:11:03, 1044 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - შეუძლებელია პრეზიდენტს სუბიექტურ განცდამდე დაყავდეს სიცოცხლის მხარეს დადგება თუ სიკვდილის
დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი - ემპათია, - განაცხადა “მთავარი არხის”გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, საზოგადოების უმწიფრობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. მან დასძინა, რომ შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს სუბიექტურ განცდამდე დაყავდეს სიცოცხლის მხარეს დადგება თუ სიკვდილის, საზოგადოებრივი სიმშვიდის მხარეს დადგება თუ მასობრივი ფსიქოზის, ისტორიულად აუცილებელი გამოსავლის ავტორი იქნება თუ ისტორიის ტრაგიკული განვითარების. დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი - ემპათია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტუალურია. მისი განმსაზღვრელი ვითარებაა და არა აქტორები.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



