00:09 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 01:29:53, 2980 ნახვა

საზოგადოება
ავადმყოფის მოვლის თანამედროვე საშუალებები ახალ ხედვაში

ავადმყოფის მოვლის საშუალებები პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთები მათ გადაადგილებაში, მოძრაობაში, წონასწორობის დაცვასა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს კომპანია  „ახალი ხედვა“. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

●      ნაწოლების ლეიბი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია პაციენტის მოვლის პროცესში. ეს პროდუქტი ხელს უშლის ნაწოლების გაჩენას მწოლიარე ავადმყოფებში. ნაწოლების ლეიბს გააჩნია კომპრესორი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციასა და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სხეულის იმ წერტილებში, რომლებიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან. შესაბამისად,ნაწოლების მატრასი არის საშუალება,რომლის გამოყენება აუცილებელია  კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციისთვის.

●      იღლიის ყავარჯენი - უზრუნველყოფს პაციენტის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ყავარჯენს გააჩნია რეზინის საყრდენი, რომელიც არ სრიალებს პრიალა ზედაპირზეც კი, რაც მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. პაციენტის სიმაღლის მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ზომის ყავარჯენი, სურვილის შემთხვევაში კი  მათი სიმაღლეში  რეგულირებაც შესაძლებელია.

●      კინეზიო ტეიპი - სამკურნალო თვისებების მქონე ელატიური დასაკრავი საშუალებაა, რომელიც ძალიან ეფექტურია დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ.  ეს პროდუქტი,  ასევე, მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთის  აქტივობასა და ამცირებს მასზე დატვირთვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი აქტიური მომხმარებლები არიან როგორც სპორტსმენები, ასევე მწოლიარე პაციენტებიც.

კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფის მოვლის საშუალებებისა, ხელმისაწვდომია უნიტაზის ასამაღლებლები, შშმ პირის ეტლები, თვითგადაადგილების საშუალებები და სხვადასხვა სახეობის ავადმყოფის მოვლის სამედიცინო ნივთები. კომპანიის 13 ფილიალში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა:  მორსა / MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და  სიგვარისი / Sigvaris. მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე მაღაზიებში და ონლაინ რეჟიმში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics