|
2022-12-22 21:21:52, 943 ნახვა
პოლიტიკა
„სირცხვილია“ - ხელისუფლებამ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი და მისცეს სააკაშვილს მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ
პატიმრობაში ადამიანის სიკვდილი, მისთვის შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა - ეს არ არის რიგითი ქართველის ნება, ეს არ შეესაბამება ადამიანის ეთიკურ ნორმებს, ევროპულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენს ტრადიციებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს. განცხადების მიხედვით, როდესაც საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, მეორეხარისხოვანია ყველანაირი პოლიტიკური ინტრიგა და დაპირისპირება, აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას მორალურად და ისტორიულად სწორი ნაბიჯი და მისცეს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ. "უკვე დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. პატიმრობაში ადამიანის სიკვდილი, მისთვის შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა - ეს არ არის რიგითი ქართველის ნება, ეს არ შეესაბამება ადამიანის ეთიკურ ნორმებს, ევროპულ ფასეულობებს, ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენს ტრადიციებს. როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, უკვე მეორეხარისხოვანია ყველა ის პოლიტიკური ინტრიგა თუ დაპირისპირება, რომლითაც ყოველდღიურად არის გაჯერებული საინფორმაციო ველი თუ პოლიტიკოსთა განცხადებები. პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სიკვდილის საფრთხე არის იმ ფართო პოლიტიკური მტრობის სიმპტომი, რომელსაც დაახლოებით 10 წელია ვუყურებთ და ნებისმიერ პოლიტიკურ ბანაკში მყოფ მოქალაქეს, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, გვაქცევს იმ პოტენციური დანაშაულისა და მორალური შეცდომის მონაწილედ, რომელიც დღეს უკვე რეალურია. ჩვენ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ვირჩევთ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას, რათა შევქმნათ უკეთესი, სტაბილური და უსაფრთხო მომავალი. ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ამიტომ, ცალკე დანაშაული იქნება, რომ ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, გავწიროთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ან პირადი ანგარიშსწორების გამო. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას მორალურად და ისტორიულად სწორი ნაბიჯი და მისცეს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ. ეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია; ეს არის საბაზისო ღირებულებების პატივისცემის საკითხი, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს უბრალოდ სასიკვდილოდ სწირავენ. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც მუდმივად დგას ქვეყნიდან წასვლის ზღვარზე, მაგრამ, ასევე, ვართ ის თაობა, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და სურს აქ დარჩენა. ამის მისაღწევად ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ფასეულობებს და ჩვენი სამოქალაქო პოზიციით ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე თანაბრად ფასეულია და ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ის."- აღნიშნულია სირცხვილიას განცხადებაში.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)