|
2022-12-22 18:36:24, 1032 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - სასამართლომ უნდა იმსჯელოს კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან, პატიმარი დაუვარცხნელია თუ დაუბანელი
სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის თემის გადაბმა ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არავის არ აღელვებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, გავლენიანი სპექტრის მხრიდან დიდი ხანია მიმდინარეობს ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე, რომ მან არ შეწყვიტოს შიმშილობა, რათა მანიპულაცია მოეხდინათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მან დასძინა, რომ სააკაშვილმა ვერ მოახერხა დავალების შესრულება და თავის იმ ფორმაში წარმოჩენა, რასაც მისგან ითხოვდნენ, აქედან გამომდინარე დაიქირავეს საექსპერტო ჯგუფი პიარულ საკითხებში. "სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის თემის გადაბმა ეს არის ამოცანა, რომელიც მათ აქვთ. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად არავის არ აღელვებს, უფრო პირიქით ვიტყოდი. დიდი ხანია მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თავად სააკაშვილზე, როდესაც ეს გავლენიანი სპექტრი, რომელიც საინფორმაციო საშუალებებს ფლობს და მანიპულირებს, ამ საინფორმაციო საშუალებებით მოუწოდებდა მას, რომ არავითარ შემთხვევაში შიმშილობა არ შეეწყვიტა თავად სააკაშვილმაც ვერ გამოავლინა თავი იმ ფორმით, რომელიც მოთხოვნილი იყო მისგან. ახლა დაიქირავეს საერთაშორისო-საექსპერტო ჯგუფი, საექსპერტო არა სამართლებრივ, არამედ პიარულ საკითხებში. მოხდა თუ არა ეს, ამას დაემთხვა ინტენსიური განცხადებები მისი მოწამვლის შესახებ. სასამართლომ უნდა იმსჯელოს თემაზე კომპეტენტური მასალებიდან და არა იქიდან გამომდინარე, პატიმარს წვერი გაუპარსავი აქვს, დაუვარცხნელია თუ დაუბანელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



