|
2022-12-22 12:57:12, 841 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სახელმწიფოს ინტერესშია, სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რომ დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს
სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები და მიუსაჯეს 6 წელი. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი, ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ის იყოს ჯანმრთელი, რომ დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მესამე პრეზიდენტისა და მისი მეგობრების ინტერესია, სააკაშვილი "რაც შეიძლება დაუძლურდეს", რომ ის სასჯელისგან გაათავისუფლონ. "ამ სასამართლოს ძირითადი მიზანი არის ის, რომ ექიმების გამოკითხვის საფუძველზე, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სწორედ მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, სასამართლოს გადასაწყვეტია ეს საკითხი და მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი... ჩვენ, მათ შორის კლინიკიდან, ვიცით, რომ ის არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ემორჩილება ექიმების მიერ დადგენილ განრიგს, თავად კლინიკის ხელმძღვანელი ლაპარაკობს ამაზე. გასაგებია, რომ ამის გამო, შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, არ უნდათ, რომ მოიხადოს სასჯელი. ის ცდილობს ყველაფერს, რომ მოძებნოს რამე მიზეზი, რომ თავი დააღწიოს სასჯელს. მან ჩაიდინა დანაშაულები და მიუსაჯეს 6 წელი. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი, ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ის იყოს ჯანმრთელი, რომ დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს... კლინიკის და სახელმწიფოს მიზანია, რომ ის იყოს ჯანმრთელი და სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრება. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)