|
2022-12-21 20:42:48, 1051 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას
დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება. ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას, - განაცხადა ქართული ოცნების ფრაქციის თავჯდომარე მამუკა მდინარაძემ, სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებზე. მდინარაძის თქმით, კონსენსუსი ვერ შედგა, ვინაიდან ოპოზიციურ სპექტრს 2 კანდიდატი ჰყავს ამორჩეული, მათ გარდა კი, სხვა კანდიდატებზე საუბარსაც არ აპირებენ. მან დასძინა, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს ქმედება ულტიმატუმია. "დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ რომ ერთი აერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება. ჩვენმა ოპონენტებმა არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ. იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც. 32 კანდიდატია წარმოდგენილი და უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ ნახევარს მაინც ამ კანდიდატებიდან, მხარი დავუჭიროთ, ანუ 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი. არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზაობაც არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, მაინცდამაინც 2 კანდიდატზე რომ არიან ჩამოყალიბებული, აქაც ირკვევა, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების გარდა, სხვაზე საუბარს არ აპირებენ. 5-6 კანდიდატია, ვისზეც საუბრობენ - აბაშიძე, ბურჯანაძე და ა.შ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვუწოდებთ ამას, მათი მხრიდან ულტიმატუმს" - განაცხადა მდინარაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



