|
2022-12-20 17:10:04, 1602 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს და ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტმა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ პირს სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით კონკრეტული თანხა მოსთხოვა, რომელიც მეორე მხარემ ბრალდებულს სხვადასხვა დროს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე საჯარო მოხელემ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, პირადი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს უპირატესობა მიანიჭა და გარემოს დაბინძურების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილ სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება არ განახორციელა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი სამშენებლო მასალა მიიღო. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე 19 დეკემბერს დააკავეს. საჯარო მოხელეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება, 2 ეპიზოდი) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად, 2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)