|
2022-12-16 14:07:07, 791 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ბრეგაძე სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში მონაწილეობს
რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას ღებულობს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, რატი ბრეგაძეს დღეს პარლამენტი არ უნდა უსმენდეს, ვინაიდან ის არის „ჩამოყალიბებული მანიაკი და მკვლელი“, რომელიც გასაჯაროებული კადრების შემდეგ ბედავს პარლამენტში მოსვლას „ანგარიშის ჩაბარებისთის“. „რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას ღებულობს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში. არ დაგვავიწყდეს და კიდევ ერთელ შევახსენებ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ვინც უზრუნველყო, მისი გერმანიაში განათლება და ეს განათლება მიიღო მან, რომ პრეზიდენტი ციხეში უნდა მოკლას, მისი უფლებები დაარღვიოს მუდმივად, პუტინს ჩააბაროს ანგარიში და აღლიცინოს რუსული პროპაგანდა? ეს ისწავლა? დღეს კი რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა, რომ ვიღაც „ოროსანია“. თავისკენ მოიკითხოს ოროსნები და მკვლელებიც. ის ადამიანები, ვინც მონაწილეობენ პრეზიდენტ სააკაშვილის წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში უნდა იცოდნენ, რომ შეექმნებათ პრობლემები ყველგან. არ ექნებათ მოსვენება არც პარლამენტში და არც მის გარეთ. რატი ბრეგაძეს დღეს პარლამენტი არ უნდა უსმენდეს, ვინაიდან ის არის ჩამოყალიბებული მანიაკი და მკვლელი, რომელიც გასაჯაროებული კადრების შემდეგ ბედავს პარლამენტში მოსვლას „ანგარიშის ჩაბარებისთის“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, კანონმდებლები იუსტიციის მინისტრს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. აღსანიშნავია, მოსმენას არ ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)