|
2022-12-16 09:08:51, 1047 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის კადრებმა შემახსენა, რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა
ამ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ, რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ის ხელისუფლება დაამთავრა, იმიტომ, რომ იმაზე არ გაჩერდებოდნენ, რაც მათ გააკეთეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც შარშან, პირველ ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში. „როცა ვუყურე ამ ფსიქოტიპს კადრებში, ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ 20 % ჩააბარა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლეს და არა ათასობით პატიმარი, რომ მხოლოდ ათი ათასობით კაცს წაართვეს ქონება და არა ასი ათასობით ადამიანს. მე მგონი ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ 2012 წელს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ეს უბედურება და მათ აღარ აქვთ ძალაუფლების ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა. ასევე ჩვენ გადავრჩით მეორედ უკვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობა, როდესაც შაშან, პირველ ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში. მანდაც გადავრჩით, იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, როგორ წავიდოდა პროცესები თეორიულად სახელმწიფო უწყებები რომ არ ყოფილიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და რომ არ მოეხერხებინათ არჩევნების დღემდე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. შეიძლება პროცესები ყოფილიყო უმართავი, რაც იყო გეგმა ა. ანუ, არის გეგმა ა, გეგმა - ბ, გეგმა - ბ არის ის შოუ, რასაც ვაკვირდებით მთელი ამ 400 დღის განმავლობაში, გეგმა - ა იყო ხელისუფლების გადატრიალება, არევა და მეორე ფრონტი იყო ამის კულმინაცია. ახლაც ზუსტად იგივე გეგმაა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)