|
2022-12-15 16:00:24, 1236 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას გადაფარვა არ სჭირდება
ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას, ხომ არ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადაფარვის მცდელობას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს მიერ კადრების გამოქვეყნება "ნაციონალური მოძრაობის" "ფეიკ-კამპანიაზე" პასუხს წარმოადგენდა. "ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება. ეს ერთი, მეორე, როდესაც იუსტიციის სამინისტრო კადრებს ასაჯაროებს, წარსულშიც ასე იყო და ახლაც ასეა, რომ ეს არის პაუსუხი "ფეიკ-კამპანიაზე", რომელიც წარმოებდა 400 დღის განმავლობაში. დღემდე წარმოებს "ნაცმოძრაობის" მხრიდან იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად კვდება, 400 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი... ჩალას სიმძიმე ვერ ექნება, ჩალას წონა ვერ ექნება ვერც ასე, ვერც ისე, ჩალა როგორც არ უნდა შეფუთო, მას წონა ვერ ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება, რომლითაც ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათ ევროპის საბჭოს სთხოვეს, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერ-მინისტრად", არამედ "ოლიგარქად".
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



