|
2022-12-14 15:28:36, 859 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება
ზედმეტად შეფერხება ქმნის შეშფოთებას და დამატებით კითხვებს ბადებს, - ასე აფასებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც ისევ გადაიდო. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო. "ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როცა გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. ადრეც აღვნიშნეთ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა და მათ უნდა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კიდევ ზედმეტად შეფერხება ამის, ქმნის შეშფოთებას და დამატებით კითხვებს ბადებს",- განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



