|
2022-12-14 13:44:32, 1634 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აქიმიძისა და დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი სოციალურ ქსელში წერს, უწყებამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. "სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. **** აღდგენილი სამართლიანობა!",- წერს დავით დვალი. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდათ. 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)