23:57 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 16:21:20, 1547 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილი სააკაშვილს ოპოზიციის დემორალიზაციისთვის იყენებს და სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობაც“ ხელს უწყობს

არავინ არ იცის სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით, ივანიშვილის თავში რა მოიხარშება, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ გარისკოს, თუ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ოპოზიციის დემორალიზაციისთვის იყენებს, რასაც თავად "ნაციონალური მოძრაობაც" უწყობს ხელს. 

„მე არ ვიცი და ჩემი აზრით, არავინ არ იცის ივანიშვილის თავში ამ საკითხზე სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მოიხარშება, მიიღებს თუ არა იმ გადაწყვეტილებას, რომ საფრთხის წინაშე ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ გარისკოს, თუ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას და ამ მეთოდით ზოგადად მისი ოპოზიციის მთლიანად დემორალიზაციას. 

ფაქტია, რომ ის ამ ვითარებას სწორედ ამისთვის იყენებს და სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილიც, საპარლამენტო ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა თვითონ უწყობენ ხელს.

მე ვიცი ის, რომ იმის იმედად ყოფნა, რომ დღევანდელ ვითარებაში დასავლეთთან დაპირისპირებაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი ამ ნაბიჯს გადადგამს, არის არასერიოზული და არასწორი. მთელი ფოკუსი უნდა იყოს საზოგადოების მობილიზებაზე, რომ ეს რეჟიმი იქნას შეცვლილი, ეს არის გამოსავალი ზოგადად პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, მათ შორის, სააკაშვილის ბედთან დაკავშირებითაც“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics