|
2022-12-10 16:20:49, 1411 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გადამწყვეტი ხმები აქვს „ოცნებას“, საჭიროა დაგვარწმუნონ, რომ კანდიდატი საუკეთესო იქნება ომბუდსმენის თანამდებობაზე
გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა ჩვენი დარწმუნება, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. „ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ დროს, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს. მნიშვნელოვანია, კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. ამასთან, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



