22:47 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 23:15:07, 1538 ნახვა

საზოგადოება
მაკრონი - 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას მაკრონი თავადვე ავრცელებს.

მისივე თქმით,ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება,სწორედ ეს ხდება საწყისი "პრევენციული რევოლუციის",რომელიც საფრანგეთში 2023 წლიდან ამოქმედდება,გარდა უფასო პრეზერვატივებისა,აფთიაქებში ქალები უფასოდ მიიღებენ კონტრაცეპტივებს, 26-წლამდე მოქალაქეებისთვის კი უფასო გახდება დანიშნულების გარეშე აივ-სკრინინგი (HIV) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი.

"ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ მცირე პრევენციულ რევოლუციას: 2023 წლიდან 18-დან 25 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდისთვის აფთიაქებში პრეზერვატივი უფასო გახდება.

უფასო პრეზერვატივი დაფუძნებულია სხვა ფლაგმანურ ზომებზე: უფასო გადაუდებელი კონტრაცეფცია ყველა ქალისთვის აფთიაქში, უფასო სკრინინგი რეცეპტის გარეშე უკვე შესაძლებელია აივ-ის სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიმართ 26 წლამდე ასაკის პირებისთვის." - განაცხადა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics