|
2022-12-08 17:07:44, 1665 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტზე, ორი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა და ასევე, ერთმა არასრულწლოვანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რის შემდეგაც მას თანხა გასტაცეს. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას, რაც მობილური ტელეფონით გადაიღეს და ვიდეოს გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა დაზარალებულს რამდენიმე დღის ვადაში თანხის გადაცემა მოსთხოვეს. "სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 157-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელება), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და „ვ" ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო) წარედგინათ. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვება-შენახვა-გავრცელების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს - 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების შეუფარდა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ძალადობით ჩადენილი ძარცვის და ჯგუფურად გამოძალვის ფაქტებზე გაამართლა, რასაც პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)