22:47 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 09:26:25, 1444 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე სააკაშვილზე - პარადოქსია - როცა შიმშილობდა, მაშინაც კი ჭამდა და ახლა აღმოჩნდა, რომ ნახევრად შიმშილობს

პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება.

"როგორც ჩანს, იყო გეგმა ა და გეგმა ბ. გეგმა ა იყო, რომ აერიათ ქვეყანა, გეგმა ბ - შიმშილობა და ა. შ.  პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს. 

კიდევ ერთხელ მინდა ვუპასუხო ყველას, ვინც "წუხს", ვისი პასუხიმგებლობაა  ამ ადამიანის  ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც კი დაფიქსირდება ფაქტი, ძალიან რბილად და დაზღვეულად რომ ვთქვათ, ამის სერიოზული გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ის შეგნებულად რაღაცას არ ჭამს, ექიმის ძალიან კარგად მესმის, ექიმის შვილი ვარ, ბევრი ექიმი მყავს გარშემო, ექიმი ასე ხისტად ამ თემებზე ვერ ისაუბრებს, როგორც  პოლიტიკოსი, თუ ეს ადამიანი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. 

ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ დაუჯერებს ყველაფერს, ექიმი მასზე სრულ პასუხიმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი ან მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას  შეგნებულად არ აკეთებს, შეუძლია და არ აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის ამ შემთხვევაში, პატიმარ სააკაშვილს რომ  თავი დავანებოთ და პაციენტ სააკაშვილზე ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე,  ამ მიჯნაზე უნდა გადავხედოთ კარგად, რომელ მხარეს არის პასუხიხმგებლობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics