|
2022-12-07 13:40:35, 887 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე სააკაშვილზე - ეს სცენარი გამსახურდიას სცენარს ჰგავს
ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს. ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვაშაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, აშფოთებს მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულ თვითდაზიანებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები. "გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მართ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოსდა მიზანმიმართულად აქვს ადგილი თვითდაზიანებებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს. ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს", - ამბობს ვაშაძე, რომლის თქმითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულებაზე უარი უთხრა. "მინდოდა გულწრფელად, რომ მენახა მიხეილ სააკაშვილი. ერთი მხრივ, გამემხნევებინა, მეორე მხრივ, პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით, მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



