|
2022-12-06 17:44:45, 1899 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს. როგორც მელია "ფეისბუქზე" წერს, ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია და პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყონ ერთობითა და თანამშრომლობით. "მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან. შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები, - წერს მელია. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)