|
2022-12-06 16:19:05, 1794 ნახვა
საზოგადოება
ქ. ჟენევაში „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის მხარეთა რიგით მეთორმეტე კონფერენცია გაიმართა
კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მონაწილეობდა. მინისტრის მოადგილემ საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები შეაფასა. სოლომონ პავლიაშვილი მოხსენებით წარდგა სემინარზე, სადაც ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ სამრეწველო ავარიების რისკების ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა „სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ“ კონვენციის სამდივნოსა და გაეროს ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებთან. მხარეები, კონვენციის რატიფიცირების პროცესის მომზადების დაწყებისთვის, საქართველოში ტექნიკური მისიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რათა კონვენციის სამდივნოსა და გაეროს ეკონომიკურ საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწორად შეფასდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რაც კონვენციის რატიფიცირების პროცესს შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)