|
2022-12-06 14:33:26, 627 ნახვა
საზოგადოება
ბილაინისა და Stingray Music-ის გათამაშებაში აბონენტებს IPhone 14-ის მოგება შეუძლიათ
ბილაინისა და მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო. 25 დეკემბრის ჩათვლით, აბონენტებს კონკრუსში ჩართვა და IPhone 14-ის მოგება შეუძლიათ. კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა მომხმარებლებმა კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია 18+ ასაკის ბილაინის აბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია მას დაჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს სიმ ბარათი დაპირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბილაინისა და Stingray Music-ის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს, თვეში $3.99 გადახდის ნაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან. ბილაინი აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებით, რომელიც მოიცავს მობილურ ინტერნეტსა და Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტს. კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc. მსოფლიოში წამყვანი მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში. ### შეკითხვებით მოგვმართეთ: ბილაინის შესახებ მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“, სრულად ქართული კომპანიაა რომელიც ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.4 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბილაინს წამყვანი პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლით, რომელიც 76%-ს აღწევს. ბილაინი ასევე წამყვანია ბაზარზე 4G ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით, რომლის წილიც მისი აბონენტების მიერ ინტერნეტის მოხმარებაში 92.5%-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)