|
2022-12-05 22:36:46, 1208 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი იმპერიალისტური და აგრესიული სახე
მართლაც არის ურთულესი პერიოდი, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვისაც და მთლიანად ევროპისთვის და ვიტყოდი, რომ მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ, რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით,კარგად იაზრებს თუ რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,ვინაიდან საქართველომ ეს ყველაფერი კარგად გამოსცადა თავის თავზე,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა,რომ საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. "მართლაც არის ურთულესი პერიოდი, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვისაც და მთლიანად ევროპისთვის და ვიტყოდი, რომ მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ, რუსეთმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე, უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა და მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა. გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების, არამედ მთელი ევროპის და ჩვენი, საქართველოს, როგორც ამ სივრცის ნაწილის. თავისუფლების დაცვა ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ამას ვამბობ საქართველოსთვის, მაგილითია, როცა ერთიანი არის ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული, ის რაც გვაპირისპირებს ერთმანეთთან. ამ დროს შეუძლია ქვეყანას, რომ ყველაფერს გაუძლოს... საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა, იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. მთელი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, არ შეიძლება, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭიროს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა." - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



