|
2022-12-05 13:18:30, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მივმართავ პრეზიდენტს - ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის, შეიწყალეთ სააკაშვილი და გვარამია
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს - ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის, შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ALDE-ს რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. "ჩვენ გვაქვს ყველა შანსი მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის. რაც მთავარია, უნდა შეწყდეს თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე და პირდაპირი მიმართვა პრეზიდენტს - როგორც პირველი ნაბიჯი - ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ამიტომ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს - ექსპერტული შეფასებების დრო აღარ არის, არის იმის დრო, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან. შეწყალების მექანიზმი, ასე უყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, გაქვთ იმისთვის, რომ განიმუხტოს ეს მძიმე ვითარება და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. ასე რომ, ჯერი თქვენზეა, ქ-ნო სალომე, შეიწყალეთ ეს ორი ადამიანი, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ევროკავშირში ინტეგრაციის გზისკენ", - განაცხადა ვაშაძემ, რომელიც ბრატისლავაში ALDE-ს სამიტს ესწრებოდა. ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა თქვა, რომ პროევროპული ხელისუფლების პირობებში, 3-4 წელში საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა. ცნობისთვის, 3 დეკემბერს, ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ შეიწყალოს; ირაკლი კობახიძემ EU-ს ინსტიტუტების შეურაცხყოფა შეწყვიტოს; გადაიდგას ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ და ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შემცირდეს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



