|
2022-12-02 12:18:02, 1136 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის ნაწილი პარტიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მოიწვიოს პოლიტსაბჭო და ჩანიშნოს არჩევნების თარიღი
მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბეჟაშვილმა თქვა, რომ პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება. „პროცესის გადადება, დაყოვნება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისთვის მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს ეს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს წესი, დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარტიის ინტერესებისთვის არ იქნება სასარგებლო ამ პროცესის გაჭიანურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, უნდა განაწყოს მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი ახალი ბრძოლებისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. ერთობით ყველა გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



