03:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 15:12:21, 963 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - გასაგებია ყველანაირი ბოღმა და დაკვეთები, მაგრამ სააკაშვილის მდგომარეობა ყველას პასუხისმგებლობაა

არავის არ გვაქვს უფლება, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება და არ მოვითხოვოთ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრა, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას. 

ელენე ხოშტარიას თქმით, მზად არის მხარი დაუჭირო ყველა გზას, რომელიც ემსახურება ამ პრობლემის გადაჭრას. 

"ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა და ცეცხლთან თამაში. გასაგებია ყველანაირი პოლიტიკური ინტერესი, ბოღმა და დაკვეთების შესრულება, მაგრამ როდესაც საერთაშორისო ექიმების მიერ წერია, რომ არის კომის და სიკვდილის რისკი და მითითებულია კონკრეტული დაავადებები, არავის არ გვაქვს უფლება, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება და არ მოვითხოვოთ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრა. აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობა იქნება, სხვადასხვა დოზით, მაგრამ ყველასი იქნება მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საქმე არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საფრთხე. 

მხარს ვუჭერ ყველა მხარდაჭერას, რომელიც ემსახურება ამ პრობლემის გადაჭრას და მზად ვარ, რომ ყველანაირად ჩავერთო ამ საკითხის უსწრაფესად გადაჭრაში",- განაცხადა ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics