|
2022-11-29 17:34:53, 1440 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნო ბევრმა, ეს ადამიანი არ შანტაჟდება, დაანებონ თავი და დაწყნარდნენ
ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნო ბევრმა, ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა არ შანტაჟდება, მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე დევს 2 მილიარდი დოლარი, დაანებონ თავი და დაწყნარდნენ, ჯობია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, სანამ შანტაჟის ფორმა აქვს. რაღაცით რომ ემუქრებიან ადამიანს, ის რაღაც თუ შესრულდა, ამის შემდეგ შანტაჟს აზრი აღარ აქვს. ამიტომ, თუ ვინმეს რამე უნდა, დააწესოს სანქცია, თუ ამის თავი აქვთ და დაარქვან ყველაფერს თავის სახელი. „მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის საბანკო სისტემა ჰქონდა შვეიცარიას. სიდიდით მეორე ბანკი იყო „სვის კაპიტალი“ თუ არ ვცდები, ამ ბანკის რეპუტაციაც კი გადავიდა მეორე პლანზე და მეორე თუ მესამეხარისხოვანი გახდა იმ რაღაც ინტერესთან შედარებით, რომელ ინტერესსაც საბოლოო ჯამში მივყავდით საქართველოს ომში ჩაბმისკენ. თუ მართლა ვიღაცას დასანქცირება უნდა, თავად ამბობს ის ადამიანი თავისი ადვოკატის მეშვეობით, მისი ადვოკატი ასე მგონია, რომ მის გარეშე ასეთ კომენტარს ვერ გააკეთებდა. ადვოკატმა თქვა, რომ პრაქტიკული სანქციებია, რეალურად დასანქცირებულია. თუ შანტაჟის მეთოდად ვიღაც იყენებს სანქციებით მუქარას, ამას ჯობია დასანქცირება, ხალხს მაინც ეტყვი რეალურად ბოლო ბოლო რა მოხდა, რატომ დაასანქცირეს. მეორე არგუმენტი - შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, სანამ შანტაჟის ფორმა აქვს. რაღაცას რომ ემუქრებიან ადამიანს, ის რაღაც თუ შესრულდა, ამის შემდეგ შანტაჟს აზრი აღარ აქვს. ამიტომ, თუ ვინმეს რამე უნდა, დააწესოს ის სანქცია, თუ ამის თავი აქვთ და დაარქვან ყველაფერს თავის სახელი. მაგრამ ამას რატომ არ აკეთებენ იცით, მე რომ რაღაცით გემუქრებოდეთ, სანამ გემუქრებით, მანამდე შეიძლება ამის შეგეშინდეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნო ბევრმა, რომელიც ცდილობს, შანტაჟით და მეორეხარისხოვნობის წარმოჩენით თუნდაც შვეიცარული საბანკო სისტემით, ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა, არ შანტაჟდება, მიუხედავად იმისა, რომ რისკზე და სასწორზე დევს 2 მილიარდი დოლარი. არ დაშანტაჟდა და რაღა უნდა უქნან, დაანებონ თავი და დაწყნარდნენ, ჯობია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



