23:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 15:10:14, 981 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი - ქვეყანაში ჩამოვიყვანთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, ამ მიზნით 70 მილიონ ლარს გამოვყოფთ

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები გაიმართება.
 
„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები, არტისტები და ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები. სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზე". ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და ვფიქრობ დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოგვივა", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics