|
2022-11-25 15:49:41, 1396 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა
„თეგეტა ჰოლდინგი“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრი გახდა. პრო ბონო სერვისების დანერგვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა და კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის. „საქართველოს პრო ბონო ქსელი“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით შექმნილი არაფორმალური გაერთიანებაა. მასში გაწევრიანებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება სურთ. ქსელი 30-ამდე კომპანიასა და 2 ბიზნესასოციაციას აერთიანებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია. „თეგეტა ჰოლდინგი“ ქსელში გაწევრიანებით გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჰოლდინგის თანამშრომლების ცოდნის გაზიარებით მათი საქმიანობის განვითარებას შეუწყოს ხელი. ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პრო ბონო ქსელში გაწევრიანება, რადგან ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საზოგადოებისთვის სასიკეთო კიდევ უფრო მეტ პროექტში ჩავერთოთ. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ პროექტში და ამ გზით თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“. პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ უკვე გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.
პრო ბონო ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://probonogeorgia.ge/ge/home „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)