19:15 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 11:38:24, 1757 ნახვა

მსოფლიო
„უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო, ლუკაშენკოს რეჟიმი პასუხისგებაში უნდა მიეცეს“ - ევროპარლამენტის რეზოლიცია

ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთთან ერთად იზიარებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რომლის გამოც ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს,- ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომლითაც ევროდეპუტატები EU-სა და ევროკომისიას ბელარუსისთვის, სანქციების დაწესებას სთხოვენ.

როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, დიქტატორი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის პოზიციას, რომ ბელორუსია უნდა იყოს აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიად, საიდანაც რუსული ჯარები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ, პარლამენტი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს მთავრობის ჩართვას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები იმეორებენ თავიანთ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროკომისიას, მკაცრად დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც მათ დაუწესეს რუსეთს.

ისინი ასევე მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ ბელარუსის დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოშვებებს, როგორიცაა Nexta. და მოუწოდებენ უფრო სისტემატური თანამშრომლობისკენ ევროკავშირსა და ბელორუსის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებს შორის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics