|
2022-11-24 21:25:37, 1094 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში უკვე მეხუთე საფეხბურთო ცენტრი აშენდა. "თქვენ იცით, ზოგადად სპორტი რამდენად პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ფეხბურთის მიმართ. ასეა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა. ძალიან მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დიდ დიღომში საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა, თანამედროვე მოედნით, გასახდელებით, საშხაპეებით. ასევე, დამონტაჟდა სკამები გულშემატკივრებისთვის. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, მათსავე რაიონში, უბანში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული საქმიანობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონებში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემა იყო მათი ოჯახებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას. ეს არის გრანტით განხორციელებული პროექტი, ამ ტიპის ხუთი პროექტი განვახორციელეთ თბილისში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ბევრი ასეთი სივრცე შეიქმნას ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სპორტი და ფეხბურთი უყვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ახალ საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აშენდა. კომპლექსის მოვლა-პატრონობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები უსასყიდლოდ შეძლებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)