2022-11-24 15:09:01, 623 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრადმირალ აჰმეთ ქენდირს. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის სასწავლო და ტექნიკურ სფეროში დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. თურქულმა მხარემ ქართველი კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, გასული წლების მსგავსად, თურქეთის სანაპირო დაცვის სასწავლებელში ქართველი მოსამსახურეების გადამზადების პროცესიც გაგრძელდება. სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე ქალაქ სტამბოლში განლაგებულ თურქეთის სანაპირო დაცვის მარმარილოს ზღვისა და სრუტეების რეგიონულ სარდალს, კონტრადმირალ თაიფუნ ფაშაოღლუს შეხვდა, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო. ნიკოლოზ შარაძემ ანითქაბირის მავზოლეუმში პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და ლიდერის - მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|