2022-11-24 10:29:17, 597 ნახვა
პოლიტიკა
ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს - მიშელის კაბინეტი არასამთავრობოებს პასუხობს
ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების ერთობლივ წერილს პასუხობს. როგორც შარლ მიშელის წერილში ვკითხულობთ, საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. "ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით 7 ნოემბრის ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავთ ბატონი ნიკა გვარამიას გასამართლების გამო. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბ-ნი გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით. ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბ-ნი გვარამიას საქმეში, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბ-ნი გვარამიას საქმეზე. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივი სტანდარტებს. ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებს", - ვკითხულობთ წერილში. გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართეს. წერილის ავტორებმა შარლ მიშელს შუამდგომლობა სთხოვეს, რათა საქართველოს პრეზიდენტისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიემართა. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დარჩა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა. ავტორი: ექსპრესნიუსი, შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|