|
2022-11-22 12:07:48, 760 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან სიოფრა ო’ლეარისთან შეხვედრა გამართა
თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარისთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში პრაქტიულად გამოყენების თაობაზე. პრეზიდენტმა სიოფრა ო’ლეარიმ ხაზი გაუსვა ამ საკანონმდებლო სიახლის ძალიან პოზიტიურ როლს და მნიშვნელობას საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციური პრინციპების დანერგვა-განვითარებისა და ასევე ევროპული სასამართლოსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით. შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 2019 და 2021 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეფექტურ კონტროლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას და ამ საქმეების ხასიათს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



