|
2022-11-21 16:12:35, 1074 ნახვა
საზოგადოება
ბოლო 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ხილის და თხილის ექსპორტის მიზნით 3 906 წარმოშობის სერტიფიკატი გაიცა
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა სახის ქართული ხილისა და თხილის (საერთო წონით 66 547 ტონა) ექსპორტზე გატანის მიზნით, ექსპორტიორი კომპანიებისთვის 3 906 წარმოშობის სერტიფიკატია (CT1; EUR.1; არაპრეფერენციული) გაცემული. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლიდან, ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, დაინტერესებული კომპანიები, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდიდან - www.rs.ge არეგისტრირებენ ელექტრონულ განაცხადს და თავადვე ავსებენ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას. ამასთან, ახალ პროგრამაში ინტეგრირებულია სასურველი ფაილების კოპირების ფუნქცია, ასევე საქონლის მონაცემების Excel-ის ფორმატში ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა სასურველი პროცედურები, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს გადამხდელებს განაცხადის შევსების პროცესს. გადასახადის გადამხდელის მიერ, რეგისტრირებული განაცხადი ავტომატურად გადაეწერება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თავისუფალ ოპერატორს, რომელიც მაშინვე არეგისტრირებს წარმოშობის სერტიფიკატს. უკვე რეგისტრირებული დოკუმენტის დაბეჭდვა შესაძლებელია საქართველოს ტეროტორიაზე არსებულ ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში (ტვირთის ქვეყნიდან გატანისას-საზღვრის კვეთის დროს და არ არის აუცილებელი, დამატებით მისვლა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში) ან გაფორმების საბაჟო ორგანოში. ამასთან, ელექტრონულ სისტემაში, ინტეგრირებულია რისკის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შესაძლებელია (ადმინისტრაციული რესურსისა და დროის დაზოგვის პირობებში), საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის წარმოშობის ეფექტური კონტროლის განხორციელება. ექსპორტის ხელშეწყობის და პროცედურების გამარტივების მიზნით, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის აღება, შესაძლებელია, უშუალოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას, შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთის წარდგენის დროს. შეგახსენებთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების CT 1- ისა და EUR. 1-ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება. ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იხილეთ ბმული: https://rs.ge/LegalEntityOriginRegimesTreaties?cat=3&tab=2
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
კალასი - სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



