|
2022-11-21 15:13:03, 1545 ნახვა
სამართალი
პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომლებიც აშშ-სა და ირლანდიის ყალბ საბუთებსა და ვიზებს ამზადებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში 4 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება მოსამართლის განჩინებით დაკავებულ დებს - 1980 წელს დაბადებულ ი.ს.-ს და 1990 წელს დაბადებულ თ.ს.-ს, მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა. "კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ნ.მ. და ს.ჩ. სოციალურ ქსელ „Facebook“-ში, მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, დაინტერესებულ პირებს, მომსახურების ანაზღაურების წინსწრებით გადახდის სანაცვლოდ, ყალბი საბუთების დამზადების გზით, მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად გადაყვანის მსურველი პირები წინასწარ, საფასურის სახით, გარკვეულ თანხებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულები თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, დაზარალებულებთან კომუნიკაციას წყვეტდნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, დღეის მდგომარეობით შეადგენს 69080 აშშ დოლარს, 4830 ევროს და 6290 ლარს. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და საბანკო პლასტიკური ბარათები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო დაკავებულების უძრავ ქონებას, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს. რაც შეეხება ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაკავებულ დებს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიის ყალბ ტრანზიტულ ვიზას უმზადებდნენ, თითქოს დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტული მიზნით მიემგზავრებოდნენ, აეროპორტში ჩაფრენის შემდგომ კი საქართველოს მოქალაქეები ირლანდიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედიოდნენ", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი გამოიწვია, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ორგანიზების გაწევას გულისხმობს. დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)