|
2022-11-18 17:22:44, 1148 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ
ალბათ უბედურება დაგემართებათ, მართლა, კანდიდატის სტატუსი სწრაფად რომ მიიღოს ქვეყანამ, რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. როგორც მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიცია დავალების მიმცემის ჭკუაზე დადის, ამიტომაც "უცხო ქვეყნის აგენტურა და უსამშობლო ადამიანები" არიან. "მართლაც რომ რამე ისე არ კეთდებოდეს, როგორც უნდა კეთდებოდეს, ამ შემთხვევაში, ოდნავ მაინც თქვენი ქვეყანა თუ გიყვართ, უნდა დახუჭოთ თვალი რაღაც-რაღაცებზე და უნდა თქვათ, რომ ეს ხარვეზია და გასწორდება. მე არ მინდა ამის თქმა, მაგრამ თქვენ, თქვენი ტროიკა და დიდი გაერთიანება "ნაცმოძრაობის" სახით და მისი დანაყოფები, თქვენი დავალების მიმცემის ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომაც ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა და უსამშობლო ადამიანები. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშვიდობა და ამ ქვეყნის განვითარება არის პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურება, რაც თქვენ გაშფოთებთ ძალიან. ერთი სიტყვა თქვა კაცმა, რომელსაც უშუალოდ ეხება ევროპის გაფართოებაზე ზრუნვა და რუსეთის აგენტი ეძახეთ, თქვენ ალბათ უბედურება დაგემართებათ, მართლა, კანდიდატის სტატუსი სწრაფად რომ მიიღოს ქვეყანამ. რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ",- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება",- განაცხადა მდინარაძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



