|
2022-11-18 16:26:23, 1353 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ღარიბაშვილს - ქართველი ხალხი არ შეეგუება არც მონობას, არც ბერას სათამაშოებს, წინ დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ
ქართველი ხალხი არ შეეგუება არც მონობას, არც ბერას სათამაშოებს და უნდა გითხრათ, რომ წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა "ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ" და ხელისუფლებამ, საქართველოს და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთა ოლიგარქის ფულზე. "ბატონო ირაკლი, მესმის რომ ბრიუსელში ხელს აღარავინ გართმევთ და მოგიყვებით რატომ. რუს ოლიგარქს დავალება აქვს კრემლიდან, რომ არანაირ ევროკავშირი, ევროპა და 12 პუნქტის შესრულება. ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა ტერორისტი, მკვლელი პუტინის სასარგებლოდ და თქვენ, საქართველოს და ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ივანიშვილზე და მის ფულზე. უზნეობის და მოღალატეობრივი საქმიანობის ზენიტში ხართ, ბატონო ირაკლი. თქვენს ბატონს "ლავსთორი" აქვს პუტინის კარის ოლიგარქთან, ევტუშენკოსთან და თქვენ ეს არ გაწუხებთ. 4 სექტემბერს, საქართველო საჰაეროს სივრცის გავლით, მოსკოვის მიმართულებით, რეისი შეასრულა ირანულმა სანქცირებულმა ავიაკომპანიამ და სავარაუდოდ უკრაინის საწინააღმდეგო, დრონები ჩაიტანა კრემლში. არსებობს ინფორმაცია, რომ ამაზე უარი თქვა ბაქომ, მაგრამ მაშველი რგოლი აღმოჩნდით თქვენ. ამის პარალელურად, თქვენ ახორციელებთ ანტიდასავლურ კამპანიას, ესხმით ომში მყოფს უკრაინას და მის ლიდერებს. უკრაინის პრეზიდენტს მოიხსენიებთ კლოუნად, ყველაზე მამაც მთავარსარდალს, რომელიც ამარცხებს პუტინს. პარალელურად, უშვერი სიტყვებით იხსენიებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. კოლექტიური ზარქუას პირით აგინებთ ამერიკელებს, სამაგიეროდ, არაფერი მოგვისმენია თქვენგან ლავროვი, პუტინის, ან მათნაირი ტერორისტების შესახებ. ამასობაში თქვენ და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის მომხვეჭელობის სიმბოლოდ. ბოლოს, უნდა გითხრათ, თქვენ ხართ ხელისუფლებაში და სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და უნდა გითხრათ, რომ ქართული ხალხი არ შეეგუება არც მონობას, არც ბერას სათამაშოებს და წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი, მაგრამ ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ ბატონო ირაკლი,ჩემი აზრით თქვენ ანტონის ენაზე უნდა გითხრათ...",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



