21:10 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 14:25:55, 740 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" ახალი კორპუსი ამოქმედდა

„თიბისის“ მხარდაჭერით, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" ახალი კორპუსი ამოქმედდა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 12,5 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნული თანხიდან 10 მილიონი ლარი სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" მიერაა დაფინანსებული.

ამასთანავე, თიბისის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის"  პარტნიორი გახდა. შედეგად, „პინეოს" საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი მიენიჭა.

„პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მე-4 დონის რეფერალური კლინიკა და მე-3 დონის პრენიტალური ცენტრია, რომელიც პაციენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების მომსახურებას.
ეკოსისტემის ორივე კლინიკურ კორპუსში, ერთდროულად 250-ზე მეტ პაციენტს აქვს სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და კომპეტენტური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 600 თანამშრომელთან ერთად, პაციენტებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მეანობა და გინეკოლოგია, ნეონატოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, კლინიკა-ლაბორატორიული და გამოსახულებითი ყველა სახის დიაგნოსტიკა. აღნიშნულ მიმართულებებს უახლოეს მომავალში რეპროდუქტოლოგიური პროფილიც დაემატება.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატებით. კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოს ბიოფსია და მაღალტექნოლოგიური კვლევები.

ჯანდაცვის მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 45%-ია, მიმდინარე პორტფელი კი 385 მილიონ ლარს შეადგენს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
პროკურატურა - ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
კალასი - სირიისგან უნდა მივიღოთ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics