21:59 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 13:58:27, 698 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეოებზე“, დაფინანსდებიან თუ არა, თავად იდარდონ

აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის გზავნილს.

კობახიძე საქართველოში არსებულ ვითარებაზე სენატორის განცხადებას უწოდებს უსამართლო კრიტიკას, რომელსაც მისი თქმით, ფასი არ აქვს. 

"აშშ-ს დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის "ენჯეოებზე", ამიტომ ეს ნაკლებად არის ჩვენთვის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით.  რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი ვერ ექნება. "ენჯეოები" დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ "ენჯეოებმა", - აცხადებს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე.

ცნობისთვის,  სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს დაფინანსებასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. ჩვენ კი, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე ერთის მხრივ ვამტკიცებ, რომ შესაძლოა, ეს დახმარება საქართველოს ქცევას უნდა დავუკავშიროთ და ამ ქცევაზე იყოს მიბმული, დამოკიდებული. სახელმწიფო დეპარტამენტისა და პალატის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში დამიმტკიცეს, რომ ამის გაკეთება, შესაძლოა, კარგი არ ყოფილიყო. მაგრამ, მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით", - განაცხადა სენატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი










არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics