|
2022-11-16 16:07:16, 1183 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა - ჩვენი რაკეტები მხოლოდ უკრაინის სამიზნეებს ხვდება, საზღვრიდან სულ მცირე 35 კ/მ-ის დაშორებით
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის საზღვრის მახლობლად სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. უწყების მტკიცებით, რუსეთის დარტყმები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს ხვდება და უახლოესი სამიზნე უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. „ნანგრევების ფოტოებიდან რუსი სამხედრო ექსპერტების მიერ ცალსახად იქნა იდენტიფიცირებული უკრაინული S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემის მართვადი საზენიტო რაკეტის ფრაგმენტები“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)